დღეს ღაზის სექტორში ზავის პირველი დღეა, მას შემდეგ რაც წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. თუკი, ისრაელი და ჰამასი დღეს საღამოს ცხრა საათამდე მშვიდობას შეინარჩუნებენ, ღაზის საზღვარი გაიხსნება და ხალხს მიმოსვლის აღდგენა შეეძლება. ჰამასი და ისრაელი გუშინ ეგვიპტის შუამავლობით საღამოს ცხრა საათიდან დაზავდნენ. ზავის შესახებ განცხადება ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ქამელ ამრიმ გუშინ შეერთებული შტატები სახელმწიფო მდივანთან ერთად გააკეთა. ზავის დადებას ღაზაში მცხოვრები პალესტინელები სიხარულით შეხვდნენ. ამავდროულად, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის არმიამ 55-მდე შეიარაღებული პალესტინელი დააპატიმრა. ღაზის სექტორში ორმხრივი ძალადობის შედეგად დაღუპულია 140 პალესტინელი და ისრაელის
ზავის პირველი დღე
ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში მცხოვრები პალესტინელები სიხარულით შეხვდნენ