ისრაელის დაზვერვა ახალ საფეხურზე გადადის და ზუსტი ინფორმაციის მიღებას თვალთვალის მეშვეობით კოსმოსიდან იწყებს. ელექტრო-ოპტიკური სადაზვერვო თანამგზავრი OFEK 16 უკვე დედამიწიდან გაშვებულია, სწორედ ეს თანამგზავრი იქნება წყარო, საიდანაც ისრაელის დაზვერვა მიიღებს ინფორმაციას როგორც მისი ჯარის, ასევე სხვა ქვეყნების ქმედებების შესახებ.
თანამგზავრი დღეს რამდენიმე საათის წინ გაუშვეს კოსმოსში. პირველ სურათებს კი დაზვერვა ერთ კვირაში მიიღებს.
ისრაელში ამბობენ, რომ თანამგზავრი ახალი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მისი დახმარებით შეძლებენ დეტალური მონაცემები მიიღონ და კოსმოსიდან აკონტროლონ ქვეყნისთვის საინტერესო ტერიტორიები.
მთავარ აქცენტს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ირანზე აკეთებს, კერძოდ, საუბარია ბირთვულ მუქარაზე, რომელიც ირანიდან მომდინარეობს. ისრაელში ამბობენ, რომ ამ საფრთხის შეჩერება მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. რა ზომებს გულისხმობს ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე უცნობია, ისინი არ აკონკრეტებენ კონკრეტულ ქმედებებს. თავად ირანი ამბობს, რომ მის ბირთვულ პროგრამას სამხედრო დანიშნულება არ აქვს.
ისრაელში ფიქრობენ, რომ ისინი ახალი თანამგზავრით შეძლებენ მუდმივად იყვნენ საქმის კურსში, თუ რა ვითარებაა ამა თუ იმ ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემები იქნება მათი სადაზვერვო სამსახურისთვის. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ofek16 პირველ სურათები რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი.