აშშ-ის თავდაცვის მდივანი რეგიონის ხუთ ქვეყანას ეწვევა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეგელი აცხადებს, რომ ისრაელმა და ამერიკამ უნდა შეინარჩუნონ მჭიდრო კავშირები, რათა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული ვითარება დაძლიონ. ჰეგელმა ამის შესახებ ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. დეტალებს იერუსალიმიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სკოტ ბობი არკვევდა.
თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა ისრაელსა და შეერთებული შტატების ურთიერთობის გაძლიერებაზე ისაუბრა.
„ძალიან რთული და საშიში დროა. ეს არის დრო, როცა მეგობრებს და მოკავშირეებს ისე მართებთ ერთად დგომა, როგორც არასდროს,“ - განაცხადა ჰეგელმა. მისი თქმით, ერთად მუშაობა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუმჯობესებას და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
თავის მხრივ ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის ძალზედ აფასებს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ ალიანსს და საერთო ინტერესების და ღირებულებების ერთობლივ დაცვას.
„არსად და არავინ არ უპირისპირდება ამ ღირებულებებს და ინტერესებს ისე, როგორც ტერორისტული ჯგუფები და ირანი თავისი იარაღის სრულყოფით, როდესაც ის ცდილობს შექმნას ბირთვული არსენალი. ეს არის ის, რასაც ისრაელი ვერ მიიღებს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
როგორც ცნობილია, ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს უნდა შეეძლოს საკუთარი ძალებით თავის დაცვა.
ისრაელში ვიზიტამდე, ჰეგელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისრაელს, თუმცა თელავივს არ ეთანხმება დროის ფქტორში და ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმის განხორციელების სურვილში.
ჰეგელი ახლო აღმოსავლეთში ხუთ ქვეყანას ეწვევა. პირველი გაჩერება ისრაელში იყო. ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა თანხმობა განაცხადა, რომ მზად არის ისრაელს, საუდის არაბეთს და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს 10 მილიარდი დოლარის ღირებულების თანამედროვე ამერიკული შეიარაღება მიყიდოს.
ჰეგელი ამ ქვეყნების გარდა, იორდანიას და ეგვიპტესაც ეწვევა. ვიზიტის მთავარი თემა ირანის გარდა სირიაში მიმდინარე კონფლიქტიც არის.
იმ დროს, როდესაც ჰეგელი იერუსალიმში ნეთანიაჰუს ხვდებოდა, ისრაელის არმიის სამხედრო დაზვერვის გენერალმა ითაი ბრუნმა განაცხადა, რომ სირიაში გადაღებული ფოტოებზე ქიმიური იარაღის, კერძოდ ნერვული გაზის „ზარინის“ გამოყენების ნიშნები ჩანს.
მისი თქმით, ისრაელს ამ იარაღის უპასუხისმგებლო ჯგუფების ხელში მოხვედრის შესაძლებლობა აშფოთებს. ორშაბათს, თავდაცვის მდივანმა ჰეგელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ სირის მთავრობა ქიმიურ იარაღს იყენებს.