ამერიკა-ისრაელს შორის დადებული ხელშეკრულება შეიარაღების თაობაზე ირანისთვის „ძალიან მკაფიო გზავნილია“ - აცხადებს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ჩაკ ჰეგელი. ამით თეირანს კიდევ ერთხელ ექნება შანსი ბირთვული იარაღის შექმნა, ან გამოყენება შეაჩეროს.
ჰეგელი თელავივში ჩავიდა და რეგიონში 6 დღეს დაჰყოფს. ის მოლაპარაკებებს გამართავს ისრაელის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ჟურნალისტთა კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანოს, თავდაცვის მდივანმა განაცხადა: „ისრაელი თავად გადაწყვეტს, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი“. თუმცა, დასძინა, რომ შეერთებულს შტატებს და სხვა ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებებისთვის დრო ჯერ არ ამოწურულა და ირანზე დაწესებული მკაცრი სანქციები გავლენას ირანის ბირთვულ პროგრამებზე ჯერ კიდევ მოახდენს.