ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიასა და ერაყში ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, გავლენას კარგავს ონლაინ სივრცეში.
ანალიტიკოსების თქმით, სამხედრო წინსვლაზე დაფუძნებული პროპაგანდიდან დაჯგუფებას ახლა უცხოეთში თავდასხმების მოწყობაზე გადააქვს ყურადღება.
დაჯგუფების ტაქტიკური ცვლილება მათ ბოლო ვიდეო კლიპში ჩანს, რომელშიც ტერიტორიების კონტროლისთვის მებრძოლების ნაცვლად, ნაჩვენებია შეიარაღებული თავდამსხმელებით სავსე რამდენიმე ავტომობილი.
ანალიტიკოსების დაკვირვებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ უცხოელებს სირიასა და ერაყში ჩასვლის სანაცვლოდ, თავდასხმების უცხოეთის ქალაქებში მოწყობისკენ მოუწოდებს.