ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალური წვდომა მცირდება


ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს თავი ტრანსნაციონალურ ორგანიზაციად გაასაღოს, მაგრამ ანალიტიკოსების თანახმად, მისი მომავალი ახლო აღმოსავლეთიდან დასავლეთით არ არსებობს.

დაჯგუფების პრეტენზიები მისი მოქმედების რეალურ შესაძლებლობებთან თანხვედრაში არ არის, მაგრამ დასავლური მედიის და პოლიტიკოსების მათზე გამახვილებული ყურადღება და დაჯგუფების მიერ შთაგონებული, ამერიკაში და ევროპაში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები, ტერორისტული დაჯგუფების შეზღუდულ წვდომას საბურველს ახვევს.

ტერორიზმის კვლევის და ანალიზის კონსორციუმის თანახმად, ჯიჰადისტი ტერორისტული დაჯგუფების მომავალი ძირითადად ლევანტის აღმოსავლეთით და არა დასავლეთის ქალაქებში ისახება. მათი ოპერაციების სიმძიმის ცენტრი ფილიპინებისკენ და აზიისკენ ინაცვლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG