ავღანეთი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ

დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მეომრები წუხელ თავს დაესხნენ ავღანეთის აღმოსავლეთში მყოფ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მძიმე ბრძოლების შედეგად, რომელიც დღეს დილითაც გაგრძელდა, მოკლულია დაჯგუფების 30 მეომარი. არიან დაჭრილებიც.

“ამერიკის ხმასთან” საუბარში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა ათაჰულა ხოგანიმ თქვა, რომ შეტაკებების დროს სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის ორი ქალია. მშვიდობიან მოსახლეობაში დაჭრილთა რაოდენობა 12-ს აღწევს. მსხვერპლია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებშიც, თუმცა, ამ უკანასკნელი მონაცემის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.