დაჯგუფება „თალიბანმა“ პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთის სამხრეთში 27 მგზავრის გატაცებაზე.
მასობრივი გატაცება დღეს დილით ჰელმანდის პროვინციაში მოხდა, სადაც სამხედროები დაჯგუფების წინააღმდეგ იბრძვიან.
მძიმედ შეიარაღებულმა მამაკაცებმა 14 ავტომობილი გააჩერეს და მგზავრები გაიტაცეს, აცხადებს რეგიონის ტრანსპორტის განყოფილების მეთაური.
როგორც მან „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა, დაკავებულების ნაწილიმოგვიანებით გაათავისუფლეს. თალიბანის სპიკერის თქმით დაკავებულებზე მოკვლევა ჩატარდა და ტყვეობაში მხოლოდ მთავრობასთან კავშირის მქონე 27 ადამიანი დაიტოვეს, დანარჩენები კი გაათავისუფლეს.