ერაყი მზადყოფნის შესახებ ქალაქ მოსულიდან ისლამისტების განდევნის მიზნით აცხადებს
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი აცხადებს, რომ ბაღდადი ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის მთავრობასთან ითანამშრომლებს. ერაყი მზადყოფნის შესახებ ქალაქ მოსულიდან ისლამისტების განდევნის მიზნით აცხადებს, რომლებმაც ქალაქზე კონტროლი სამშაბათს დააწესეს.
ზებარიმ დღეს განაცხადა, რომ ერაყის ლიდერები უნდა გაერთიანდნენ „სერიოზული მომაკვდინებელი საფრთხის“ წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას შეექმნა. მან ასევე დადო პირობა, რომ სამშაბათს ისლამისტების მიერ ერაყის ზომით მეორე ქალაქის - მოსულის - აღებაზე სწრაფ რეაგირებას გააკეთებს.
ერაყის პარლამენტის სპიკერმა ოსამა ალ ნუჯაიფიმ ისლამისტების მიერ მოსულის აღებას კატასტროფა უწოდა:
„როდესაც მოსულში ბრძოლა გაძლიერდა, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა იარაღი დაყარეს. მეთაურები ბრძოლის ველიდან გაიქცნენ და იარაღი და ჯავშანმანქანები ადგილზე დატოვეს. მათი პოზიციები ტერორისტებისთვის ადვილი სამიზნეები აღმოჩნდა, აეროპორტიც კი.“
ოფიციალური წყაროების მიხედვით, თავდამსხმელები ყუმბარმტყორცნებით და ანტი-საჰაერო იარაღით იყვნენ შეიარაღებული.