ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


გაეროს მისიის ცნობით, სექტემბერში, ერაყში ტერორისტული და ძალადობის აქტების დროს ათასამდე ადამიანი მოკლეს

ჩრდილოეთ ერაყში, სუნიტური მეჩეთის ახლოს ბომბის აფეთქებას სულ ცოტა 11 ადამიანი შეეწირა და 22 დაიჭრა.

აფეთქება მოხდა კირკუკში, სამშაბათს, როცა მუსლიმთა მნიშვნელოვანი დღესასწაულის: ეიდ ალ-ადჰას აღსანიშნავი დილის ლოცვის შემდეგ მლოცველები მეჩეთს სტოვებდნენ.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ორშაბათს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო ეიდ ალ-ადჰას დღეებში მომხდარი აფეთქებების სერია. მან ამ თავდასხმებს უწოდა „განსაკუთრებით ამაზრზენი", რადგან ეს ხდება მაშინ, როცა ერაყელები გაჭირვებულების და უმწეოებისთვის დახმარების გაწევით აღნიშნავენ დღესასწაულს.

გაეროს მისიის ცნობით: სექტემბერში, ერაყში ათასამდე ადამიანი მოკლეს ტერორისტული და ძალადობის აქტების დროს.
XS
SM
MD
LG