ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის შიიტურ უბნებში 42 ადამიანი დაიღუპა


აფეთქებების სერია ძირითადად ღია ბაზრობებზე ან მანქანების სადგომებზე განხორციელდა

ბაღდადში ისევ მსხვერპლია. ერაყის დედაქალაქის რამდენიმე უბანში მომხდარი აფეთქებების სერიაში 42 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა. თავდამსხმელების სამიზნე ბაღდადის ძირითადად შიიტი მუსლიმებით დასახლებული უბნები იყო.

პოლიციის განცხადებით, დღეს ყველაზე მსხვერპლიანი სადრ-სითის უბანი იყო, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებები ძირითადად ღია ბაზრობებზე, ან მანქანების სადგომებზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
XS
SM
MD
LG