ერაყში კვლავ მსხვერპლია

ტერორისტის მიერ მოწყობილი იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში მორიგი აფეთქება მოხდა. ქვეყნის დედაქალაქში მდებარე სამხედრო გაწვევის პუნქტში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი იერიშის გამო, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. აფეთქების მომენტში ერაყელი ახალწვეულები რეგისტრაციის რიგში იდგნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია. ერთი დღით ადრე, ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე დიალას პროვინციაში 12 ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.