მსხვერპლი ჯადიდას ბაზარზე

ერაყის შიიტებით დასახლებულ ქალაქში, რომელიც ბაღდადიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, 13 ადამიანი დაიღუპა
ერაყში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ორი მანქანის აფეთქებას 13 ადამიანი შეეწირა. აფეთქება დღეს ძირითადად შიიტებით დასახლებულ ქალაქ, ჯადიდას საკვები პროდუქტის ბაზრობაზე მოხდა. ქალაქი ბაღდადიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 კილომეტრის დაცილებით მდებარეობს.

წინა დღით აფეთქება თავად ქვეყნის დედაქალაქში, ბაღდადის გარეუბანშიც მოხდა. კვირას ანალოგიური იერიშის, მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის ამოქმედების გამო 7 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინციდენტეზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია.