ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ბაღდადში


7 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ერაყის დედაქალაქში მომხდარი მორიგ ტერორისტულ აფეთქებაში

ერაყის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანი შეეწირა. მათი უმრავლესობა პოლიციელია. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანით თავი აიფეთქა.

ერაყის ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე შიიტებით დასახლებულ უბანში, დაზვერვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა. დაშავებულია სულ მცირე 18 ადამიანი. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ სამხედრო დაჯგუფებას აუღია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG