ერაყში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 13 ადამიანს მიაღწია. ათეულობით ერაყელი დაიჭრა. ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მეორე ბომბი ასევე ბაღდადში ბაზრის სიახლოვეს აფეთქდა, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. აფეთქება მოხდა ასევე ქალაქ მოსულში, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის ქმედებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ბოლო დროს, ერაყში განვითარებული ძალადობა შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე ხდება. წინა დღეს რელიგიურ დაპირისპირებას ერაყში 26 ადამიანი ემსხვერპლა. მაისში ერაყში განვითარებული ძალადობის შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონი შიშობს რომ ერაყი სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას.
ძალადობა ერაყში
ერაყში დაღუპულთა რიცხვმა ცამეტს მიაღწია