ტერაქტების სერია ერაყში

ტერაქტები შიიტებით დასახლებულ 8 ქალაქსა და რაიონში მოხდა
ერაყში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, რომლის დროსაც სულ ცოტა 26 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.
მარტო ქალაქ ტაჯიში მანქანებში დამონტაჟებული სამი ბომბი აფეთქდა, რამაც 8 ადამიანის, ძირითადად პოლიციელთა სიცოცლხე შეიწირა. 24 დაიჭრა.
ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქ ქუთში თვითმკვლელმა ტერორისტმა სამი პოლიციელი გამოასალმა სიცოცხლეს, ბალად რუზში კიდევ ორი პოლიციელი მოკლეს, ბაღდადის კარადას უბანში კი ავტომობილებში დამონტაჟებული ბომბების აფეთქების შედეგად ოთხი პოლიციელი დაიღუპა.
ტერაქტები შიიტებით დასახლებულ 8 ქალაქსა და რაიონში მოხდა და ძირითადად უშიშროების ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული.