ერაყში აფეთქებების სერია მოხდა

ავტომობილების და თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებების ნაწილი შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული
ერაყის რამდენიმე ქალაქში აფეთქება მოხდა. დანაღმული ავტომობილების და თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქებების შედეგად, რომლებიც შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული, სულ ცოტა 76 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სექტარულ დაპირისპირებას 200 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორისაა პარასკევს დაღუპული 70 ადამიანი, რომლებიც სუნიტი მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტს ემსხვერპლნენ.

ორშაბათს ბაღდადში სავაჭრო ცენტრის მახლობლად, ავტობუსების გაჩერებაზე და შიიტებით დასახლებული უბანში 9 დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.დაიღუპა 25 და დაშავდა 150 ადამიანი.