ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა ერაყში


ტერორისტებმა ბაღდადის გარეუბანში პოლიციის ოფიცრის ოჯახი ამოხოცეს

შაბათს ერაყში კიდევ ერთი დღე ძალადობით დასრულდა. შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი და გატაცებულია 10 პოლიციელი.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტებმა ბაღდადის გარეუბანში პოლიციის ოფიცრის ოჯახი ამოხოცეს. შეიარაღებულმა პირებმა ალ-რაშიდის რაიონის პოლიციის უფროსი, მისი მეუღლე და ორი ბავშვი მოკლეს.

დღესვე ქალაქ ბასრაში სუნიტი სასულიერო პირი გამოასალმეს სიცოცხლეს. ქალაქ ლატიფიაში კი მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG