აფეთქებების სერია ერაყში

ბაღდადსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა
ერაყის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბაღდადსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მომხდარი აფეთქებების შედეგად სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა და 65-ზე მეტი დაშავდა.

ყველაზე მასშტაბური თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირკუკში მოხდა, სადაც მანქანაში დამონტაჟებული ორი ბომბი აფეთქდა. აფეთქების სამიზნე ქალაქის პოლიციის უფროსი იყო. კირკუკის თავდასხმას ცხრა ადამიანის სიცოცოხლე ემსხვერპლა.

ბაღდადში რამდენიმე აფეთქება შიიტურ უბნებში მოხდა, სადაც სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა.