ერაყის ოფიციალური პირები და საავადმყოფოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაღდადში მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შედეგად დღეს 20 ადამიანი დაიღუპა და 65 დაშავდა.
ყველაზე დიდი თავდასხმა ქალაქ კირკუკში მოხდა, სადაც მანქანაში დამონტაჟებული ორი ბომბი და გზის პირას დამონტაჟებული ერთი ბომბი აფეთქდა. აფეთქების სამიზნე ქალაქის პოლიციის უფროსი იყო. ამ თავდასხმას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე მოხდა აფეთქებები ბაღდადის შიიტურ ნაწილში, სადაც სულ ცოტა 8 ადამიანი დაიღუპა.