ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში თავდასხმებმა იმატა


ერაყში გაეროს მისიის შეფასებით, ივლისის შემდეგ დაახლოებით 9,000 სამოქალაქო პირი და უშიშროების ძალების წარმომადგენელი მოკლეს

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ერაყში ბოლო დროს მომხდარი დიდი რაოდენობის თავდასხმები. ამ რეგიონში გაეროს მისიის ხელმძღვანელმა მიუთითა ტერორიზმის საფრთხეზე ყურადღების გამახვილების აუცილებლობის და მეზობელ სირიაში კონფლიქტის გადაწყვეტის საჭიროებაზე.

ორშაბათს, ერაყში საგანგებო წარმომადგენელი, ნიკოლაი მლადენოვი წარსდგა საბჭოს წინაშე. მან თქვა, რომ უსაფრთხოების გაუარესება ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

„ეს გართულებულია პოლიტიკური ჩიხის გამო. ამას იყენებენ ტერორისტები და შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც სამიზნედ იღებენ სამოქალაქო პირებს იმ განზრახვით, რომ გააღვივონ შუღლი სხვადასხვა ჯგუფებს შორის და დააკნინონ მთავრობა და ქვეყნის არჩეული ხელისუფლება.“

მლადენოვმა საბჭოს მოახსენა, რომ ტერორისტები ცდილობენ ერაყის ნაწილები „უმართავი“ გახადონ და შექმნან ძალადობის ისეთი წრე, როგორიც ქვეყანამ 2006 – 2008 წლებში განიცადა.

ერაყში გაეროს მისიის შეფასებით, ივლისის შემდეგ დაახლოებით 9,000 სამოქალაქო პირი და უშიშროების ძალების წარმომადგენელი მოკლეს. ეს ყველაზე სისხლიანი პერიოდი იყო 2008 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG