ეს იყო ომი, რომელიც წინააღმდეგობრივად დაიწყო, თუმცა ამერიკის შეიარაღებულ ძალებს თავიდანვე მკაფიოდ განსაზღვრული მისია ჰქონდათ. ეს ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა იყო.
ამერიკის ჯარისთვის ერაყის ომი არატრადიციული იყო. მან სამუდამოდ შეცვალა ამერიკის დამოკიდებულება მომავალი კონფლიქტების მიმართ.
2011 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ლიბიაში ერაყის მსგავსი შეცდომა არ დაეშვა და იქ რეჟიმის შეცვლაზე უარი თქვა:
პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ "რეჟიმის შეცვლას ერაყში 8 წელი დასჭირდა. ამას ათასობით ამერიკელი და ერაყელი შეეწირა. ჩვენ ამ სცენარის გამეორების უფლებას ვეღარ მივცემთ საკუთარ თავს.“
ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა სადამ ჰუსეინის ჯარის დამარცხება უპირატესი ტექნოლოგიებითა და შეიარაღებით რამდენიმე კვირაში შეძლო და გამარჯვება ქყვეყანაში შეჭრიდან მალევე გამოაცხადა. თუმცა, ქვეყნის შიგნით რელიგიურ დაჯგუფებებს შორის არსებული დაპირისპირებების მართვა, რომლებიც ჰუსეინის ხელისუფლებიდან გაძევებიდან მოკლე ვადაში დაიწყო, ძალიან რთული აღმოჩნდა.
ანალიტიკოსი ჯიმ ტომასი ამბობს: „ომის დაწყება ყველაზე ადვილი საქმე იყო. ყველაზე რთული ოკუპაცია აღმოჩნდა. ჩვენი სამხედრო ძალები მომზადებულია ტრადიციული კონფლიქტებისთვის და ისინი ერაყში მეამბოხეების, არა-სამხედრო ფორმის მატარებელი მოწინააღმდეგისა და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.“
ერაყში განვითარებულმა სცენარმა პანტაგონს უბიძგა საბრძოლო ველზე სამოქმედო ოპერაციები შეეცვალა. ასევე შესაცვლელი გახდა კონტრ-მეამბოხური ოპერაციების სახელმძღვანელოები, სადაზვერვო მასალის მოპოვების მეთოდები და განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ოკუპირებული ხალხის კულტურის, რელიგიისა და ეთნიკური მახასიათებლების შესწავლას. ერთ-ერთი სიახლე, რომლისთვისაც ამერიკის ჯარი მოუმზადებელი აღმოჩნდა, იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო.
ამ ყველაფერზე მეტად კი ამერიკის ჯარზე გავლენა ომის ხანგრძლივობამ და მისმა საფასურმა იქონია. ტომასის თქმით:
„ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ოკუპაცია განსაკუთრებით ძვირადღირებული ოპერაციაა და მის მიმართ პოლიტიკოსებს ინტერესი დაეკარგათ. პოლიტიკოსებს აღარ სურთ ამერიკა ჩართონ ისეთ კონფლიქტში, რომელიც სავარაუდოდ დიდ ხანს გაგრძელდება და ის ქვეყნის სტაბილიზაციისა და კონტრ-მეამბოხურ ოპერაციებს სულისხმობს.“
ამერიკაში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ამერიკელები დიდი ომების წინააღდმეგი არიან. მათ შედარებით ნაკლები დანახარჯების მქონე სპეც-ოპერაციების ჩატარება, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება და პარტნიორი ქვეყნების გაწვრთნა სურთ იმისთვის, რომ მათ თავად შეძლონ საკუთარი ქვეყნისა და რეგიონის დაცვა.