ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტული აქტების სერია ბაღდადში


ერაყში მომხდარ აფეთქებებში ათეულობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა

დღეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში განხორციელებულ შეტევათა მთელ სერიას 29 ადამიანი შეეწირა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ოფისებთან მოწყობილ აფეთქებაში 15 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

ბაღდადში კიდევ სამი აფეთქება მოხდა, რომელშიც 6 ადამიანი გარდაიცვალა. ტერორისტული შეტევები პარალელურად 3 ქალაქში განხორციელდა, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას აუღია. კვლავ უცნობია, თუ ვისი განკარგულებით მოხდა აფეთქება სამშაბათს ქალაქ ფალუჯაში, სადაც ასევე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებაში დაღუპული საადუნ ალ-ესავის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG