ერაყელი ჰაკერების კიბერშეტევა

ჰაკერებმა ნური ალ-მალიქის ვებ-გვერდზე მიიტანეს იერიში
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ჰაკერებმა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ნური ალ-მალიქის ვებ-გვერდზე მიიტანეს იერიში.
ამ გვერდზე კუვეიტელი ჰაკერების სახელით ცნობილმა ჯგუფმა ორი მტირალი ქალის ვიდეო განათავსა, რომლებიც ხალხს მტარვალების წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებენ.
ნური ალ-მალიქის ვებ-გვერდი უკვე მეორედ გატეხეს. ამჟამად ერაყში სუნიტების საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რომლებიც შიიტ პრემიერს რელიგიური უმცირესობის დევნაში ადანაშაულებენ.