შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ დააჩქარებს ერაყზე იარაღის მიყიდვას
ერაყის კირკუკის რაიონში, ასაფეთქებელი მასალით დატვირთული სატვირთო მანქანა შეიჭრა პოლიციის განყოფილებაში. დაიღუპა ორი და დაშავდა სულ ცოტა 40 ადამიანი. პოლიციის ცნობით, ამ ბომბის სამიზნე ქალაქის ცენტრში განლაგებული პოლიციის განყოფილება იყო.
სამშაბათის თავდასხმა უკანასკნელი შემთხვევაა ძალადობის იმ ტალღაში, რომელიც ქვეყანას ბოლო წლებში თავს დაატყდა. კვირას სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა რამადიში გამართულ მძიმე ბრძოლაში, სადაც ერაყის უშიშროების ძალები ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ მებრძოლებს დაუპირისპირდნენ. რამადიში მთავრობის ძალების შესვლის შემდეგ ქალაქზე საჰაერო იერიშიც მოხდა.
ორშაბათს პრემიერ მინისტრმა ნური ალ-მალიკმა თქვა, რომ სულ მალე შეიძლება განხორციელდეს სამხედრო იერიში ალყაშემორტყმულ ფალუჯაში, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული მებრძოლების წინააღმდეგ. მან ქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა ქალაქიდან „განდევნონ“ მებრძოლები, რათა თავიდან იქნას აცილებული ასეთი იერიში. ამ განცხადების გამო ათობით ოჯახმა მიატოვა ქალაქი.
ორშაბათსვე შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერაყისადმი მხარდაჭერა და განაცხადა, რომ დააჩქარებს ერაყზე იარაღის მიყიდვას და მის ქვეყანაში მიტანას.