თეირანმა, ამერიკის ხუთი მოქალაქე შესაძლოა პატიმრობიდან გაათვისუფლოს. გადწყვეტილებას ისინი იმ შეთანხმების საფუძველზე იღებენ, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ კორეაში, ირანის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების ფონდები აღარ გაიყინება და ხელისუფლებას მათი მოხმარება კვლავ შეეძლება.
საუბარია 5 ირანული წარმოშობის ამერიკელზე. ესენი არიან:
სიამან ნამაზი
სიამაკ ნამაზი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენია. ის 2015 წელს რევოლუციურმა გვარდიამ თეირანში ოჯახის მონახულების დროს დააკავა. თვეების შემდეგ მისი ავადმყოფი მამა, ბაკერიც დააკავეს, რომელიც ირანში დაპატიმრებული შვილის მოსანახულებლად იყო ჩასული. ორივეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამა-შვილს 2016 წელს ჯაშუშობა და ამერიკის მთავრობასთან თანამშრომლობა ედება ბრალად.
ასევე ნახეთ: იაპონია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებსემად შარგი
2017 წელს შარგი და მისი მეუღლე ამერიკიდან ირანში გადავიდნენ. ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი პირველად 2018 წელს ტექნოლოგიურ საინვესტიციო კომპანია „სარავან ჰოლდინგში“ მუშაობისას დააკავეს. რვა თვის შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ რევოლუციურმა სასამართლომ გაათავისუფლა, მოეხსნა ჯაშუშობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ბრალდებებიც, მაგრამ მისი სამგზავრო აკრძალვა ძალაში რჩებოდა.
მორად თაჰბაზი
ირანული წარმოშობის ამერიკელი გარემოსდამცველი, რომელსაც ბრიტანეთის მოქალაქეობაც აქვს, 2018 წელს დააკავეს. 2019 წელს მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ირანის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეკრებისა და შეთქმულებისთვის“ და „ამერიკის მტრულ მთავრობასთან კონტაქტისთვის... ჯაშუშობისთვის”.
შეთანხმების თანახმად, ამერიკაც გაათავისუფლებს პატიმრობაში მყოფ ხუთ ირანელს. წლების განმავლობაში, ირანი ითხოვდა შეერთებულ შტატებში მყოფი ათობით ირანელის გათავისუფლებას. მათ უმეტესობას პატიმრობა მიუსაჯეს „ირანის წინააღმდეგ ამერიკის სანქციების დარღვევისთვის“.