განცხადებას ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, ვენდი შერმანი აკეთებს
ირანზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუკი ირანი ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით შემხვედრ, კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს. მანამდე კი, სანქციებთან დაკავშირებით მიღებული ფუნდამენტური გადაწყვეტილებები ძალაში რჩება. განცხადებას ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში, ვენდი შერმანი აკეთებს.
„24 ქვეყნის ეკონომიკა გაერთიანდა იმისთვის, რომ ირანისგან გადაუმუშავებელი საწვავის შესყიდვა შეჩერდეს. ბოლო 24 თვის მანძილზე ირანს საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე წვდომა 60 პროცენტით შეუმცირდა“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სენატში გამოსვლისას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა თეირანი აიძულა მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო.