დასავლეთის ქვეყნები ირანის იზოლირებას ცდილობენ
Your browser doesn’t support HTML5
სომხეთის მთელს ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი მეჩეთია. ეს ირანული მეჩეთია, რომლის აღდგენაც 15 წლის წინ თეირანმა დააფინანსა.
სომხეთში ჩასული ირანელი მაღალჩინოსნებისთვის ეს ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელიც აუცილებელად უნდა ნახონ.
მეჩეთი ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმაც მოინახულა 15 თვის წინ, როცა ის ერევანს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შესახვედრად ჩავიდა.
დასავლეთის ქვეყნებს ირანის მაქსიმალური იზოლირება სურთ თეირანის ბირთვული პროგრამის გამო. საერთაშორისო საზოგადოება შიშობს, რომ ირანს ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შემუშავების მიზნით აქვს. ირანი კი საპასუხოდ აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო და მშვიდობიანი მიზნებისთვის აქვს. მაგრამ დასავლეთისგან განსხვავებით, სომხეთს, რომელსაც საზღვრები ჩაკეტილი აქვს დასავლეთიდან თურქეთთან და აღმოსაველთიდან აზერბაიჯანთან. ქვეყანას ღია საზღვარი მხოლოდ საქართველოსთან და ირანთან აქვს. ერევანი უკანასკნელ პერიოდში სამხრეთ საზღვარზე გააქტიურებას ცდილობს.
ანალიტიკოსი რიჩარდ გირაგოსიანი აცხადებს:
„სომხეთი ირანის ერთადერთი მეზობელია, რომელიც მზადაა თეირანთან ურთიერთობა გააღრმავოს. სომხეთის გადმოსახედიდან კი, თავადაც ირანის მდგომარეობაშია. ის თავს იზოლირებულად გრძნობს მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან ან სანქციების გამო.“
მიუხედავად იმისა, რომ ირანთან საზღვარი მხოლოდ 35 კილომეტრია ირანული სატვირთო მანქანები სომეხ ბიზნესმენებს ბაზართან აკავშირებს, რომელიც 50-ჯერ აღემატება სომხეთის ეკონომიკას.
ორ ქვეყანას შორის საგზაო მაგისტრალი ხშირად გადატვირთული და სახიფათოა. სომხეთი ალტერნატივას ეძებს.
ირანის ექსპერტი ღოჰარ ისკანდარიანი ამბობს, რომ სომხეთის პრიორიტეტი სამხრეთის მიმართულებით რკინიგზის გაყვანაა.
„მას შემდეგ, რაც სომხეთი ინვესტიციებს მოიძიებს, შეგვიძლია ჩვენი სარკინიგზო მაგისტრალი ირანის სარკინიგზო ქსელს დავუკავშიროთ. ეს კი ინდოეთის ოკეანესა და სპარსეთის ყურეზე გაგვიყვანს.“
ექვსი წლის წინ სომხეთში პირველი ირანული მისადენი შევიდა. მის მიერ ქვეყანაში შეტანილი ბუნებრივი აირის მეშვეობით, სომხეთის საცხოვრებელი სახელების გაზიფიცირება მოხდა. ახლა ერევანი ირანთან დამაკავშირებელი ნავთობის მილსადენისა და საზღვარზე მდებარე ორი ჰიდროელექტრო სადგურის აშენებაზე ფიქრობს.
მაგრამ ისკანდარიანი ამბობს, რომ ირანის წინააღმდე დაწესებული სანქციები ამ პროექტებს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
„ეს სომხეთის არჩევანი არ არის. ამ დინამიკაში ორი წამყვანი ძალა რუსეთი და შეერთებული შტატებია.“
სანქციებმა ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზიანა. ამან კი მეორეს მხრივ, თეირანის ერევანთან ვაჭრობის შემცირება გამოიწვია. თუმცა გირაგოსიანი ერთ ნათელ წერტილს მაინც ხედავს:
„ირანის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ისეთი ფუფუნების საგნებით ვაჭრობა აკრძალა, როგორიცაა პორტატიული კომპიუტერები, კოსმეტიკური პროდუქტები და შოკოლადიც კი. ეს კი ძალაუნებურად შეუწყობს ხელს შავი ბაზრის შექმნას. ირანიდან სომხეთში ჩამოსული ტურისტები სწორედ სომხეთში ეცდებიან ამ პროდუქციის ყიდვას და ქვეყანაში შეტანას.“
სომხეთსა და ირანს შორის ზოგჯერ დაძაბული და ზოგჯერ კი უკიდურესად მეგობრული ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე გრძელდება. თამამედროვე ლიდერები თითქმის 3000 წლიან ურთიერთობას კვლავ აგრძელებენ და ერთი შეხედვით ის ნაკლებად აღელვებთ, თუ რას ფიქრობს ამ ურთიერთობაზე საერთაშორისო საზოგადოება.