ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უგო ჩავესის კავშირები ირანთან


ირანს და ვენესუელას მოწერილი აქვთ ხელი ორმხრივ შეთანხმებაზე და შექმნილი აქვთ კულტურისა და საგანმანთლებლო თანამშრომლობის კომიტეტი

ირანის და ვენესუელას ურთიერთობა 1960 წლიდან დაიწყო, ოპეკის შექმნის პირველ დღეებში. ეს ორგანიზაცია ქვეყნებს შორის ნავთობის ექსპორტის საკითხებს კურირებს. თუმცა მყარი კავშირები უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს დამყარდა.
კატალიზატორი ირანის ატომური პროგრამა გახდა. ირანი ამტკიცებს რომ იარაღის მშვიდობიანი მიზნებისთვის შექმნას ცდილობს, თუმცა დასავლეთს მისი იარაღად გადაქცევის ეშინია.
საერთაშორისო სანქციების დროს ირანმა ვენესუელას მიმართა მხარდაჭერისთვის რომ მისი დიმპლომატიური იზოლაცია გაერღვია, ახალი სტრატეგიული რესურსები ეპოვნა და ამერიკის გავლენისთვის ძირი გამოეთხარა.
„ამერიკის საბჭოს წარმომადგენელი ქრისტოფერ საბატინი ამბობს რომ ვენესუელას ნაციონალური ნავთობ-კომპანია ისევ აგრძელებს ურთიერთობას ირანთან , რაც ემბარგოს დარღვევაა. ემბარგო - რომელიც გაერომ სანქციის სახით დააწესა ირანისთვის ატომური იარაღის პროგრამის გამო.“
1980 წლიდან ირანიდან მხარდაჭერილმა ჰესბოლას ფრაქციამ ლიბანში თავის საქმიანობა ლათინურ ამერიკაში გააფართოვა. ძირითადად ეს იყო თანხების მოპოვება უკანონო საშუალებებით - ნარკოტიკების ბრუნვით და პირატული პროდუქტებით. ამერიკის შეერთებული შტატები ჰესბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ლათინურმა ამერიკამ, ვენესუელადან ჩავესმა და სხვა ანტი-ამერიკულმა ქვეყნებმა პირიქით გულში ჩაიხუტა ირანიც და ჰესბოლაც.
„თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენელი სელინა რეაიუ ამბობს რომ ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყნათა რიცხვში არის ირანიც . და ჩვენ, ამიტომაც ვხედავთ თუ ირანი როგორ ცდილობს გავლენის მოპოვებას ამერიკაში სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ძირითადად ეს ეკონომიკური ძალაუფლებით გამოიხატება“.
ირანმა და ვენესუელამ ასევე ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას და შექმნეს კულტურისა და საგანმანთლებლო თანამშრომლობის კომიტეტი. ზოგიერთმა რეგიონალურმა ანალიტიკოსმა ამაში ირანის მიერ რეგიონზე გავლენის ქონის სხვა ინსტრუმენტი დაინახა.
„ ეკონომიკური კვლევის ფონდის „ატლასის“ მკვლევარი ჯოზეფ ჰუმირი აცხადებს რომ, გავიხსენოთ 1992 და 1994 წლებში მომხდარი თავდასხმები, რომელიც ისრაელის საელჩოსა და ებრაულ კულტურის ცენტრზე მოხდა ბუენოს-აირესში. ამ თავდასხმებამდე 10 წლით ადრე უკვე არსებობდა კულტურული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. არსებობდა კულტურის ცენტრი ,რომელიც ირანელი დიპლომატების მიერ იყო დაფუძნებული და თავის საქმიანობას ახორციელებდა - ორმხრივ შეთანხმებებს და კულტურათაშორის გაცვლის საკითხს კურირებდა.“
ვიდრე თეირანის და კარაკასის ახლო ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის იყო სასარგებლო, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ეს რომანტიკული პოლიტიკური რომანსი შესაძლოა შეიცვალოს და ირანმა თავისი მთავარი მეკავშირე დაკარგოს.
XS
SM
MD
LG