ვენესეულაში პრეზიდენტ ჩავესს გლოვობენ. მოსახლეობისთვის ქვეყნის მომავალი ჯერ გაურკვეველია. ვენესუელას ცხოვრებაში ქარიზმატულ უგო ჩავესს უდიდესი როლი ქონდა. ის ღიად უპირისპირდებოდა შეერთებულ შტატებს და ლათინურ ამერიკაში ვაშინგტონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას.
მაიკლ შიფტერი ვაშინგტონში ორგანიზაციას „ინტერ-ამერიკულ დიალოგს“ ხელმძღვანელობს.
„ის ხელისუფლებაზე ზემოთ იდგა. თქვენ არ შეგიძლიათ რეალურად გაიგოთ თუ ვინ იყო ჩავესი. თუ როგორ მოქმედებდა, რას აკეთებდა ან რას ვერ აკეთებდა, თუ ვერ გავიგებთ მის უდიდეს ლტოლვას ძალაუფლების მიმართ და ეს კი ნიშნავს ძალაუფლება ვენესუელაში და ლათინურ ამერიკაში, ეს ნიშნავს ზესახელმწიფოებთან შერკინებას და მეტოქეობას,“ - ამბობს შიფტერი.
ჩავესი ამერიკას მუდმივად ადანაშულებდა სოციალისტური რევოლუციის ძირის გამოთხრაში. 2002 წელს ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ბუშის ადმინისტრაციამ ტაქტიკურად დაუჭირა მხარი. ამ ფაქტმა ვენესუელას ლიდერის და მისი მომხრეების ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება გამოიწვია.
ეს ანტაგონიზმი როგორც ჩანს მალე არ შეიცვლება.
ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ჩავესის სიკვდილში უკვე დაადანაშაულა ვაშინგტონი და ქვეყნიდან ორი ამერიკელი დიპლომატის გაძევების ბრძანება გასცა.
როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი კარლ მიჩემი ამბობს, ეს ვითარება მომავალ ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
„ეს არის ჩავიზმის გაგრძელება, რაც მდგომარეობს იმაში რომ მუდმივად უნდა დაადანაშაულო შეერთებული შტატები ან სხვა უცხო სახელმწიფო იმ პრობლებეში, რაც არსებობს ვენესუელაში,“ - ამბობს მიჩემი.
ამ ურთიერთობის მიუხედავად ვენესუელა შეერთებული შტატებისთვის ბენზინის უმსხვილესი მიმწოდებელი და ასევე ის ამერიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ღარიბი ამერიკელებს გათბობის მიზნით უფასო საწვავს აწვდის.
ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ფილიპ ბრენერი ამბობს, რომ ამ ვითარებამ შესაძლოა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ის იხსენებს, რომ ვენესუელა არასდროს დამუქრებია შეერთებულ შტატების ნავთობის ექსპორტის შეწყვეტით. ამჟამად ვენესუელის ლიდერად ვიცე-პრეზიდენტი მადურო ითვლება, ანალიტიკოსი მაიკლ შიფტერი თვლის, რომ პრაგმატულ ნაბიჯად ჩაითვლება თუ მადურო შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის.