თეირანი სამხედრო შეიარაღებას ავითარებს

დღეს ირანმა გამოაცხადა, რომ ორი ტიპის რაკეტებით დატვირთული ნავების წარმოებას შეუდგა.

ირანის თავდაცვის მინისტრი აჰმად ვაჰიდი აცხადებს, რომ სერაჟ 1-სწრაფი რეაქციის წყლის ხომალდია, რომელიც ცუდ ამინდშიც კი კარგად დაცურავს. ზოლფაქარის ნავი კი ნასრის რაკეტებს გადაიტანს მტრის გემებზე იერიშის მისატანად.

გუშინ, ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ირანული წარმოების ბომბდამშენი დრონების წარმოების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც ირანის მტრების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა თეირანმა სამხედრო აღჭურვილობის სხვადასხვა ახალი კომპონენტი წარადგინა, რასაც თეირანი თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას უკავშრებს.