აჰმადინეჟადი ლათინურ ამერიკაში ტურნეს ასრულებს

აჰმადინეჟადი ლათინურ ამერიკაში ტურნეს ასრულებს

თეირანი უკმაყოფილოა დასავლეთით იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ირანისგან ბირთბული პროგრამის შეჩერებას ითხოვს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ლათინურ ამერიკაში ვიზიტი დაასრულა. რამდენიმე ქვეყანაში სტუმრობის შემდეგ თეირანს საამაყო შედეგები არ ჰქონია. ერთი გზავნილი, რომელიც ცხადად ისმოდა სამხრეთ-ამერიკული ტურნეს დროს იყო ის, რომ ირანი უკმაყოფილოა დასავლეთით იმის გამო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ირანისგან ბირთბული პროგრამის შეჩერებას ითხოვს.

აჰმადინეჟადმა ტურნე ეკვადორში დაასრულა.

პრეზიდენტ რაფაელ კორერასთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებიდან ბევრს კიდევ ერთხელ გაუჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ირანი მართლაც ამზადებს ბირთვულ იარაღს. თუმცა, ეჭვის აღმძვრელი კომენტარების შემდეგ აჰმადინეჟადმა განაცხადა:

„ბირთვული პროგრამა პოლიტიკურ საბაბად იქცა. ირანი არ ცდილობს ბირთვული იარაღის შემუშავებას. ირანი ისეთი სულელი არ არის, რომ საკუთარი ფული ისეთ იარაღზე დახარჯოს, რომელსაც ვერასოდეს გამოიყენებს.“