ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ამბობს, რომ ის მზადაა ამერიკასთან და დასავლეთთან დაუყოვნებლად დაიწყოს ღია დიალოგი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მოითხოვს საერთაშორისო პატივისცემას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და მზადაა შედეგებზე ორიენტირებული, დროში შეზღუდული და გამჭვირვალე მოლაპარაკებები გამართოს დასავლეთთან.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას მან ასევე აღნიშნა, რომ ირანს უფლება აქვს აწარმოოს ბირთვული პროგრამა სამშვიდობო მიზნებისთვის, რაშიც ურანის გამდიდრებაც შედის. მისივე თქმით, ირანის სამხედრო დოქტრინა არ ითვალისწინებს ქვეყნის მიერ ბირთვული იარაღის ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის შემუშავება. როჰანი აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ირანს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა.
გაეროში გაკეთებული განცხადება როჰანის პირველი საერთაშორისო გამოსვლა იყო. ივნისში მისი არჩევის შემდეგ ირანის ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობასთან დიპლომატიური ურთიერთოების გაუმჯობესებას ცდილობს.