ირანი აცხადებს, რომ პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა

სამშაბათს, ირანმა მორიგი რაკეტა წარადგინა. ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ესაა ირანის პირველი შიდა წარმოების ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა. ეს ინფორმაცია ზრდის დასავლეთის შიშებს ირანის სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ირანს სახელმწიფო მედიამ ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც რაკეტა სახელად "ფატა" და მისი წარდგენის ცერემონიაა აღბეჭდილი. რაკეტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქვეყნის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და ირანის ელიტარული რევოლუციური გვარდიის კორპუსი.

"ზუსტად მართვად ჰიპერბგერით რაკეტა ფატას 1400 კილომეტრიანი დიაპაზონი აქვს და შეუძლია შეაღწიოს ყველა თავდაცვით ფარში", - თქვა გვარდიის საჰაერო კოსმოსური ძალების ხელმძღვანელმა, ამირალი ჰაჯიზადემ.

ასევე ნახეთ: ირანი და რუსეთი კასპიის ზღვის გასწვრივ რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობენ

ჰიპერბგერით რაკეტებს ხმის სიჩქარეზე 5-ჯერ უფრო სწრაფად ფრენა შეუძლიათ და კომპლექსური ტრაექტორიის შესრულების საშუალება აქვთ, რაც რთულს ხდის, მის დაფიქსირებას, თუ ჩამოგდებას. გასულ წელს, თეირანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ განავითარა ისეთი ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც მანევრირება როგორც ატმოსფეროში, ისე მის გარეთ შეუძლია.

მიუხედავად ამერიკისა და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგობისა, ისლამური სახელმწიფო ამბობს, რომ განაგრძობს თავის თავდაცვით პროგრამას და მის ფარგლებში ახალი იარაღის წარმოებას. თუმცა, დასავლეთში არსებული შიშების ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ირანი აჭარბებს საკუთარი რაკეტების შესაძლებლობებს, როდესაც მათ შესახებ საუბრობს.