სპარსეთის ყურის ქვეყნების, ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე კვირას ჩინეთთან მოსალაპარაკებლად ცალ-ცალკე ჩავლენ პეკინში. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ასევე ნახეთ: მოლაპარაკებები დასავლეთსა და რუსეთს შორის - რა დევს სასწორზე?შეხვედრების სერია ვენაში მიმდინარე მოლაპარაკების ფონზე გაიმართება, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების განახლებას უკავშირდება. საუდის არაბეთის, ქუვეითის, ომანის და ბაჰრეინის საგარეო მინისტრები და ასევე, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი, ორშაბათიდან პარასკევამდე სხვადასხვა დღეს პეკინს ეწვევიან.
იმ ფონზე, როდესაც ჟენევაში შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის დიპლომატები ირანთან ბირთვული ხელშეკრულების ხელახლა დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ოფიციალური პეკინი ირანს საჯაროდ უცხადებს მხარდაჭერას.
ბირთვულ შეთანხმებას ირანმა ექვს წამყვან სახელმწიფოსთან ერთად ხელი 2015 წელს მოაწერა. ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები აღუდგინა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნული შეთანხმების განახლებას ცდილობს.