ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ძალები ყაზახეთს დატოვებენ


რუსეთის შეირაღებული ძალები ორ დღეში ყაზახეთს დატოვებენ, მას შემდეგ რაც ქვეყანაში წესრიგის აღდგენას დაასრულებენ, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა. ვიდეო მიმართვაში პარლამენტის წინაშე, მან თქვა, რომ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა გადატრიალების მცდელობას. მან ახალი მთავრობა წარადგინა, რომლის სათავეშიც საჯარო სამსახურის თანამშრომელი ალიხან სმაილოვი იქნება.

ტოყაევი გამოსვლაში თავს დაესხა მის წინამორბედს, ყოფილ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს და განაცხადა, რომ საჯარო უკმაყოფილება გამართლებულია. მისი თქმით, სურს, რომ ნაზარბაევის მოკავშირეებმა, მათი ქონება საზოგადოებას გაუნაწილონ.

მიმომხილველები საუბრობენ, რომ ქვეყანაში ძალადობა შიდა კლანურ დაპირისპირებას მოჰყვა, ტოყაევის და ნაზარბაევის მხარდამჭერებს შორის. იმ ფონზე, როცა დემონსტრანტები ალმათში შენობებს წვავდნენ, ტოყაევმა განაცხადა, რომ ნაზარბაევი მის პოსტს ტოვებდა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე.

ნაზარბაევი მას შემდეგ რაც 2019 წელს პრეზიდენტის თანამდებობიდან წავიდა, კულისებიდან განაგრძობდა გადაწყვეტილების მიღებას. 81 წლის ნაზარბაევი ქვეყანას სამი ათწლეულის მანძილზე მართავდა. მას ამ დრომდე საჯარო მიმართვა არ გაუვრცელებია.

ალმათი 10 იანვრის დილას
ალმათი 10 იანვრის დილას

„დროა, მათ გადაიხადონ, რაც მართებთ ყაზახ ხალხთან“, - განაცხადა ტოყაევმა ნაზარბაევის მოკავშირეებზე საუბრისას, თუმცა პირდაპირ არავინ დაუსახელებია. ქვეყნის უმდიდრეს პირებს შორის, ნაზარბაევის ოჯახი და მისი ნათესავები არიან. მათ შორის მისი შვილი დინარა და მისი ქმარი.

ნაზარბაევმა ძალადობაში ბრალი დასდო უცხო ქვეყნის მიერ გაწვრთნილ ისლამისტ რადიკალებს და ისინი „ტერორისტებად“ მოიხსენია. მისი თქმით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა (სუკის ყაზახურმა მემკვიდრემ) ვერ შეძლო საფრთხის განჭვრეტა და თავიდან არიდება.

რუსეთის ჯარების ქვეყანაში შეყვანას, რომელიც თავად ტოყაევმა მიიწვია, მოჰყვა სპეკულაციები, რომ ამის მიზანი ტოყაევეის და მისი მთავრობის დაცვა იყო და რომ ის საკუთარი უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს არ ენდობოდა. ტოყაევმა კარიმ მასიმოვი, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენა. ხოლო 5 იანვარს ის დააკავეს ქვეყნის ღალატის ბრალდებით.

68 წლის ტოყაევმა გასულ კვირას მოსკოვის მიერ მართული, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან ჯარების ქვეყანაში გაგზავნა ითხოვა. რუსეთმა ყაზახეთში 2000 სამხედრო გააგზავნა.

პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი
პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი

დღეს ტოყაევის განცხადებით, ორგანიზაციამ მისია დაასრულა და ძალები ქვეყანას 10 დღეში დატოვებენ. მისია წარმატებულად შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თქვა, რომ მოსკოვმა მოახერხა ყაზახეთის დაცვა, მისი თქმით უცხო ქვეყნის მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ.

ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ 19-მილიონიან, ნავთობით მდიდარ ქვეყანაში წესრიგი აღდგა და რომ დაკავებულია 10,000 ადამიანი. დაკავებები გრძელდება, რაც ქვეყანაში და მის გარეთ აქტივისტების და ადამიანის უფლებების დამცველების შეშფოთებას იწვევს.

ოფიციალური მონაცემებით, არეულობას ქვეყანაში 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა დამკვირვებლების თქმით, ეს სავარაუდოდ რეალური რიცხვი არაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG