გაეროს ინსპექტორები თეირანში იმყოფებიან

გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს შვიდკაციან დელეგაციას ჰერმან ნაკაერტსი ხელმძღვანელობს
გაეროს ინსპექტორები თეირანში ჩავიდნენ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით.
გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს შვიდკაციან დელეგაციას ჰერმან ნაკაერტსი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, მოლაპარაკების მთავარი საკითხი ირანის მიერ ატომური იარაღის დაუფლების საფრთხე იქნება.
გაეროს ინსპექტორებს პარჩინის სამხედრო ობიექტის შემოწმება სურთ, სადაც მათი აზრით ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობენ. თეირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და პარჩინი ჩვეულებრივი სამხედრო ბაზაა.