თეთრი სახლის მაღალჩინოსანი ირანის ახალ პრეზიდენტს თეირანის ბირთვული პოლიტიკის ახალი კურსით წარმართვას სთხოვს.
თეთრი სახლის აპარატის უფროსი დენის მაკდონოფი ირანელებს ულოცავს არჩევნებზე მოსახლეობის დიდი რაოდენობით გასვლას. საპრეზიდენტო არჩევნებში ზომიერმა სასულიერო ლიდერმა ჰასან როჰანიმ გაიმარჯვა. ტელეკომპანია "სი-ბი-ესისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაკდონოფმა აღნიშნა, რომ როჰანის გამარჯვება "პოტენციურად იმედის მომცემი ნიშანია."
"მან განაცხადა, რომ სურს გამოასწოროს ირანის ურთიერთობა მთელს მსოფლიოსთან. თუ ის ნამდვილად არის ამაში დაინტერესებული, ახლა საუკეთესო მომენტი აქვს. თუ ის გაეროს რეზოლუციის თანახმად გამოავლენს ფარულ ბირთვულ ნაგებობებს, ამერიკის სახით პარტნიორს იპოვის," განაცხადა მაკდონოფმა.