ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამარჯვებულმა კანდიდატმა ირანელებს მიმართა


ჰასან როჰანიმ ქვეყნის მოსახლეობას წესრიგის შენარჩუნებისკენ მოუწოდა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ჰასან როჰანიმ ქვეყნის მოსახლეობას წესრიგის შენარჩუნებისკენ მოუწოდა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

არჩევნების შემდეგ, მის პირველ სატელევიზიო მიმართვაში, ზომიერმა სასულიერო ლიდერმა დანაცხადა, რომ მას ირანელი ხალხის დახმარება სჭირდება ქვეყნის განვითარების, ეროვნული ღირსებისა და ეროვნული ინტერესების შესანარჩუნებლად.

არჩევნებში როჰანის გამარჯვებას ანალიტიკოსები იმას უკავშირებენ, რომ ირანელები ქვეყნის მმართველ ელიტაში ულტრა-კონსერვატორების სიმრავლით დაიღალნენ.

როჰანი ირანის ბირთვული პროგრამის ყოფილი მომლაპარაკებელია და ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რეფორმისტ პოლიტიკოსად ითვლება. ამ დრომდე დათვლილი ბიულეტენებით, ირანის 37 მილიონი ამომრჩევლიდან დაახლოებით 19-მა - ანუ ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტმა - როჰანის მისცა ხმა. მეორე ადგილზე თეირანის მერი ბაღერ ქალიბაფი 16 პროცენტით გავიდა.
XS
SM
MD
LG