ირანის საზღვაო ფლოტი ფრთოსანი რაკეტებით და სადაზვერვო ვერტმფრენებით შეივსო. ამის შესახებ ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. თეირანის ცნობით, სამხედრო აღჭურვილობა მათ კვირას, 24 დეკემბერს მიიღეს. ეს იმავე დღეს მოხდა, როდესაც ამერიკამ ირანი ინდოეთის ოკეანეში ტანკერზე თვითმფრინავით თავდასხმაში დაადანაშაულა.
„ფრთოსანი რაკეტის Talaeiyeh მოქმედების დიაპაზონი 1000 კმ-ზე მეტია და ეს არის ჭკვიანი რაკეტა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამიზნე მისიის განმავლობაში“, - თქვა სახელმწიფო მედიასთან საუბრის დროს ირანის საზღვაო ფლოტის მეთაურმა შაჰრამ ირანმა.
ასევე ნახეთ: პენტაგონი: წითელი ზღვის დაცვის კოალიციას 20-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდათეირანის ოფიციალური პირების თქმით, საზღვაო ფლოტის არსენალს დაემატა სადაზვერვო შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები. გავრცელებული ინფორმაციით, "მთელი ეს აღჭურვილობა შექმნილი და წარმოებულია ირანის სამხედრო ინდუსტრიის მიერ".
მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანი ზოგჯერ აზვიადებს თავის შესაძლებლობებს, ირანული წარმოების რაკეტები და თვითმფრინავები თეირანის სამხედრო ტექნიკის საკვანძო ელემენტია.
ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა შაბათს განაცხადა, რომ ირანიდან გაგზავნილმა თვითმფრინავმა შეტევა განახორციელა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ინდოეთის ოკეანეში. პენტაგონის თქმით, ეს ხაზს უსვამს მზარდ რეგიონულ დაძაბულობას და ახალ რისკს გემების მარშტრუტებზე "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.