ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ამბობს, რომ თეირანისთვის შეუძლებელი იქნება დარჩეს 2015 წლის შეთანხმების წევრად იმ შემთხვევაში, თუ თეირანი მისი შესრულებით დადებითს ვერაფერს მიიღებს.
როჰანიმ ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. თეირანის თქმით, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა გზა უნდა გამონახონ იმისთვის, რომ ირანს ამერიკის მიერ შეთანხმების დატოვების გამო მიყენებული ზარალის კომპენსაცია გაუკეთოს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანს ის სანქციები აღუდგება, რომლებიც ვაშინგტონმა ირანს შეთანხმებაში შესვლის დროს მოუხსნა.