ირანი საპასუხო სანქციებს აწესებს

ირანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების 9 მოქალაქეს და კომპანიას სანქციებს უწესებს. ირანი ამ გადაწყვეტილებას ამერიკის მიერ ახალი სანქციების დაწესებით ხსნის, რომელსაც ირანის მთავრობა “მიუღებელს და უკანონოს” უწოდებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის მიერ დაწესებული სანქციების ობიექტები გახდნენ ადამიანები და კომპანიები, რომლებიც ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინის ტერიტორიაზე ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებში მონაწილეობდნენ.

ირანის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გუშინ, ამერიკის ხაზინის მიერ ირანის თავდაცვის ორ თანამშრომელზე, ირანული კომპანიის და ჩინეთში ბაზირებული ქსელის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესება. ხაზინის განმარტებით, ისინი ირანის ბალისტიკურ პროგრამაზე მუშაობდნენ.