პირობა ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ დადო
ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი პირობას დებს, რომ ირანი არასოდეს განავიტარებს ბირთვულ იარაღს. ჰასანის ეს უკანასკნელი განცხადება ირანელი ლიდერის მხრიდან მომავალი კიდევ ერთი გზავნილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება მისთვის მისაღებია.
ამერიკული ტელეკომპანია ენ-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუსში, რომელიც თეირანში ჩაიწერა, როჰანიმ განაცხადა, რომ ირანი არც არასდროს გეგმავდა ბირთვული იარაღის განვითარებას და რომ ანალოგიურად, ის არც მომავალში შეეცდება მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ ჰასან როჰანის ხელისუფლების სათავეში ივნისში მოვიდა და დღესდღეობით ის მის წინამორბედ პრეზიდენტთან, მაჰმუდ აჰმადინეჯადთან შედარებით, ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმება. ბოლო რამდენიმე თვეა იგი აცხადებს, რომ ირანმა დასავლეთთან ურთიერთობა უნდა გააუმჯობესოს.