ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ქვეყანას უფრო თავისუფალი და ღია საზოგადოების შექმნისკენ მოუწოდებს, რომელიც საკუთარი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში ნაკლებად ჩაერევა. ჰასან როჰანის მიერ დღეს სასულიერო პირებთან შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვა ინტერნეტში, პრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.
დროა მთავრობამ სოციალური მედია, მათ შორის ფეისბუქი, მიიღოს და გაითავისოს. ირანმა უნდა შეწყვიტოს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ვინაიდან „ფართოდ გავრცელებული გაფილტვრის პრაქტიკა მხოლოდ უნდობლობის გაღრმავებას იწვევს“ - აღნიშნავს ირანის პრეზიდენტი. ჰასან როჰანი მედიის ნაკლოვანებებზეც საუბრობს და სახელმწიფო მედიას მოუწოდებს მეტი დრო უნდა დაუთმოს ირანის პრობლემებს. ამავე დროს მთავრობამაც უფრო მეტი „მომთმენების, რაციონალურობის და ზომიერების“ გზა უნდა აირჩიოს - აცხადებს პრეზიდენტი.
ჰასან როჰანი ძალაუფლებაში ივნისში რეფორმისტების მხარდაჭერით მოვიდა. საზეიმო ინაუგურაციის ცერემონიალი თეირანში 3 აგვისტოს იგეგმება.