თეირანი კიდევ ერთხელ უაყოფს, რომ 2007 წელს გაუჩინარებული აშშ-ის დაზვერვის ფედერალური ბიუროს აგენტი ირანის სახელმწიფო სამსახურების ხელშია, ან რომ ის გარდაიცვალა. ამის შესახებ ხუთშაბათს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ირანის მისიის პრესსპიკერმა ისაუბრა.
რობერტ ლევინსონი გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, 2007 წელს, სპარსეთის ყურის კუნძულ კიშიდან გაუჩინრდა. მისი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა ირანის საპყრობილეში გარდაიცვალა.
"ირანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მას არ აქვს არანაირი ინფორმაცია ბატონი ლევინსონის ადგილსამყოფელის შესახებ და რომ ის არ იმყოფება ირანულ საპატიმროში. ეს ფაქტები არც ახლა შეცვლილა", - განაცხადა ალირეზა მირუსეფიმ "ტვიტერზე".
ლევინსონის ოჯახმა ოთხშაბათს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის შესახებ "გამანადგურებელი" ცნობები აქვთ და რომ ის გარდაიცვალა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ცნობები არ აქვს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა რობერტ ო'ბრიენმა კი მოგვიანებით თქვა, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა ლევინსონი გარკვეული ხნის წინ გარდაცვლილიყო.
თეირანმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ ლევინსონის წინააღმდეგ საქმე "რევოლუციურ სასამართლოში" მიმდინარეობდა, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. თუმცა ირანი უარყოფს ლევინსონის შესახებ ცნობების ქონასაც კი.