ირანის არჩევნებში ჰასან როჰანი იმარჯვებს

საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით 80 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ნაჯარმა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ზომიერი კანდიდატის ჰასან როჰანის გამარჯვების შესახებ განაცხადა. მას მხარს უჭერენ ირანელი რეფორმატორები და ასევე ირანის ბირთვული პროგრამის ყოფილი მომლაპარაკებელი.

როჰანიმ 37 მილიონი დათვლილი ბიულეტენიდან 19 მილიონი ხმა მიიღო
ამ დროის მონაცემებით, ხმის 50%-ი აქვს მოპოვებული, რაც მეორე ტურის გამართვის საჭიროებას ხსნის. მეორე ადგილზე თეირანის მერი ბაღერ ქალიბაფია, რომელსაც ჯერჯერობით ამომრჩეველთა ხმების 17 % აქვს მიღებული. წინასწარი შედეგების გამოცხადებას დღეს ღამე ელოდებიან.