ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


ელექტორატის მაღალი აქტიურობის გამო ხელისუფლებამ გაზარდა ხმის მიცემის პროცედურის ხანგრძლივობა

დღეს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 55 მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ხელისუფლებამ გაზარდა ხმის მიცემის პროცედურის ხანგრძლივობა, ელექტორატის მაღალი აქტიურობის გამო.
ირანელებს ექვს კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება, რომლებიც ირანის სულიერი ლიდერის თანამოაზრეებად ითვლებიან.
აიათოლა ალი ხამენეიმ უკვე მოასწრო ხმის მიცემა. მისი განცხადებით, ირანი არ არის ხელმოცარული ქვეყნა, რომ ამერიკელთა კრიტიკას დიდი ყურადღება მიაქციოს.
XS
SM
MD
LG