ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა ათეულობით ცენტრიფუგას ამუშავებს. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ირანს 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისგან აშორებს. ცენტრიფუგა მანქანა-მოწყობილობაა, რომელიც ცენტრიდანული ძალების მოქმედებით, მექანიკურად ყოფს ნარევს შემადგენელ ნაწილებად.
ალი აქბარ სალეჰმა, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ორშაბათს სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ ქვეყანა IR-6 ცენტრიფუგას ამუშავებს, რომელიც საშუალებას იძლევა ურანის იმაზე სწრაფი დამუშავება მოხდეს, ვიდრე ეს ხელშეკრულებით დაშვებული IR-1 ცენტრიფუგებით იყო შესაძლებელი.
სალეჰმა ასევე თქვა, რომ ირანი კიდევ უფრო სწრაფი ცენტრიფუგების შექმნაზეც მუშაობს.