აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმდნენ, რომ დიპლომატიური კრიზისი დიალოგის გზით მოაგვარონ. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გასულ თვეში გაღრმავდა აზერბაიჯანში ისრაელის შესაძლო სამხედრო ყოფნის გამო.
13 ოქტომბერს ორივე მხარემ გამოაცხადა დეესკალაციის შესახებ, მას მერე, რაც აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ტელეფონით ისაუბრეს გუშინ საღამოს.
ასევე ნახეთ: ერევანი ბაქოს ჰააგის სასამართლოში უჩივისსექტემბერში ირანმა პროტესტი გამოთქვა და დაუკონკრეტებელი ქმედებებით დაიმუქრა, მისი თქმით, მისი მთავარი მტრის, ისრაელის ყოფნის გამო აზერბაიჯანში, რომელიც, როგორც იტყობინებიან, ისრაელის სამხედრო დრონებს იყენებდა გასულ წელს მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში.
ბაქომ უარყო აზერბაიჯანში ისრაელის ყოფნა.
ამის შემდეგ ირანმა აზერბაიჯანის საზღვარზე ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნა გამართა, რითაც გაამწვავა დაძაბულობა.
ურთიერთობა გააუარესა ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საბაჟო გადასახადების დაწესებამ სომხეთისკენ მიმავალი ირანული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის.
ბაქო დიდი ხანია გაღიზიანებული იმის გამო, რომ ირანი სომხეთს უჭერს მხარს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე „გაყინულ კონფლიქტში“ მთიანი ყარაბაღის თაობაზე.