საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ორ ბელარუს მწვრთნელს ოლიმპიური სოფლის დატოვება მოსთხოვა. მათი აკრედიტაციების შეჩერება ბელარუსი სპრინტერის, კრისტინა ციმანუსკაიას საქმეს უკავშირდება. მწვრთნელებმა ციმანუსკაიას რამდენიმე დღის წინ ბარგის ჩალაგება და აეროპორტში წასვლა უბრძანეს. მან თავშესაფარი მოითხოვა და ახლა პოლონეთში იმყოფება.
ასევე ნახეთ: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მინსკისგან ანგარიშს ითხოვს24 წლის ციმანუსაკიამ 100 მეტრის დისტანციაზე სირბილში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი 200-მეტრიანი გარბენის წინ, სპორტსმენის თქმით, კვირას ის ტოკიოს აეროპორტში იძულებით წაიყვანეს და ბელარუსში აგზავნიდნენ. ციმანუსკაიამ დახმარებისთვის იაპონელ პოლიციელებს მიმართა. ოლიმპიადიდან მისი მოხსნის მიზეზი სავარაუდოდ, გუნდის ოფიციალური პირების მიმართ მის მიერ „ინსტაგრამზე“ გამოხატული პროტესტი გახდა.
"როიტერთან" ინტერვიუში ვარშავაში მყოფმა ციმანუსკაიამ თქვა, რომ ამ ორმა ოფიციალურმა პირმა მას სახლში დაბრუნება უბრძანა, თუმცა ეს ბრძანება გაცილებით "მაღლიდან" მოდიოდა.